გარეული იხვი
გარეული იხვი ფართოდაა გავრცელებული და თითქმის ყველა ტბებზე გვხვდება. ულამაზესი ფერადი არსებაა. განსაკუთრებით ლამაზია ფრენის დროს.
კოდალა
არ ვიცი კოდალას რომელი სახეობაა, თუმცა ბევრგან მხვდება თბილისის შემოგარენში. საკმაოდ ფრთხილია, მაგრამ ფოტოსესიაზე უარს არ ამბობს.
ჭაობის ძელქორი
ეს ფრინველი ჯანდარის ტბაზე და კრწანისის ტბებთან მყავს ნანახი. კარგი მონადირეა. გამიმართლა და საკმაოდ ახლოდან შევძელი გადაღება. ზამთრის დაბალი მზემ მომეხმარა — სხეული ქვემოდან ამოუნათა და გამოაჩინა ლამაზი, ყავისფერი ჩოხა.
კრწანისის ტბები მალე განადგურდება.
ადამიანებმა ეს ადგილი გაწირეს განადგურებისთვის — აქ მალე ბუნებრივი გარემოს ნაცვლად არაბული ქალაქი გაშენდება. შუშა, ბეტონი, რკინა. მოვა დრო და ჩვენი შთამომავლები ყველაფერზე მოგვთხოვენ პასუხს.
ფოტოამბები

ტყე შემოდგომისა

კოტეტას თასი 2025.

გასეირნება წავკისიდან ვაკის პარკამდე

გასეირნება რუსთავის პარკში

საგაზაფხულო გასეირნება წავკისისწყალის ხეობაში

ფრთა ბუმბულისა და ფრთა რკინისა

გასეირნება მტკვრის სანაპიროზე

სამშვილდე

სიღნაღი გადარბენით

























