Volvo P1800
შეჯიბრის დაწყებამდე საქართველოს ავტოსალონებმა მოაწყეს განსაკუთრებული ავტომობილების გამოფენა. ჩემი ყურადღება გამოჩენისთანავე მიიქცია ევაკუატორით მოყვანილმა მანქანამ. როგორც აღმოჩნდა, ეს არის 1962 წლის მოდელი, Volvo P1800. ჩემი აზრით უიშვიათესად დახვეწილი დიზაინის მანქანაა. მე ავტომოყვარული არ ვარ. ერთადერთი მანქანა, რომლის ყოლაც ახალგაზრდობაში მსურდა არის Ferrari F40. მას შემდეგ მანქანებისკენ აღარც გამიხედავს, თუმცა ამ მანქანამ ძველი სურვილი ხელახლა გააღვიძა.
Porsche 911 SC
მეორე მომაჯადოებლად ლამაზი მანქანა, რაც ვნახე იყო პორშე 911 SC სერია.
Cadilac
ამ სახელთან ბევრი რამ არის დაკავშირებული როგორც ავტოინდუსტრიაში, ასევე მუსიკალურ კულტურაშიც. ჩემთვის ამ სახელის გაგონებაზე გონებაში პირველ რიგში ხმის ჩამწერი სტუდია Cadilac Records გაიელვებს ხოლმე საინტერესო ისტორიით და ლეგენდარული ჩანაწერებით. მანქანაც ლეგენდაა, თუმცა ძალიან დიდია კადრში მთლიანად ჩასატევად (ვიხუმრე). :)
Lamborgini Huracan
თანამედროვე ლეგენდარული მანქანებიდან დამაკლდა საქართველოში არსებული რამდენიმე Ferrari, რომლებიც ყველა მსგავსი ღონისძიების განსაკუთრებული მშვენებაა ხოლმე, სამაგიეროდ, ღონისძიება ამ ლამბორგინიმ დაამშვენა.
შეჯიბრი
შეჯიბრმა რამდენიმე ეტაპად ჩაიარა. დასაწყისშივე გამოიკვეთა ლიდერი, თუმცა მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებისთვის საკმაოდ დაუნდობელი და სანახაობრივი ბრძოლა მიმდინარეობდა მთელი შეჯიბრის განმავლობაში.
გამარჯვებული:
ფოტოამბები

გასეირნება წავკისიდან ვაკის პარკამდე

გასეირნება რუსთავის პარკში

საგაზაფხულო გასეირნება წავკისისწყალის ხეობაში

ფრთა ბუმბულისა და ფრთა რკინისა

გასეირნება მტკვრის სანაპიროზე

სამშვილდე

სიღნაღი გადარბენით

ჩანახატი იეთიმ გურჯის სკვერიდან

გასეირნება ძველ თბილისში

მცხეთობა 2022



































